23:42 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 12:53:28, 1083 ნახვა

საზოგადოება
უნგრეთთან მეხილეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა იგეგმება

უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მეცნიერებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ხეხილის ბაღები, ასევე ნიადაგის, თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და  სერტიფიცირების, მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ნოდარ ხატიაშვილთან და მეხილეობის სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მეხილეობის მიმართულებით ქვეყნების პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პროექტები განიხილეს. მხარეები მათ საკოლექციო ნარგაობებში არსებული ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგების გაცვლის საკითხზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ქალაქ გორში ხეხილის ბაღები დაათვალიერეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ და სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარეს.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics