14:52 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 01:24:41, 40323 ნახვა

სპეციალური ანონსი
28 მაისის სპეციალური ანონსი

28 მაისს, 09:00 საათზე, „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაციის კონფერენცია თბილისში“ გაიმართება.
თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი, B კორპუსი, III სართული)

28 მაისს, 09:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

28 მაისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია. 


28 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების და სასამართლოს კანონპროქტის პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო პირი მერი მახარაშვილი - 599 500 137

28 მაისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 30 მაისს უზენაესი სასამართლო როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რატომ არ ახდენს დავის მორიგებით დასრულებას ეკონომიკის სამინისტრო და როგორია დაზარალებული ოჯახის მოლოდინები. 
მის.: აკაკი წერეთლის გამზ. #99, I სართული, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 599 291202 

28 მაისს, 12:00 საათზე, „პრაიმტაიმის” პრესკლუბში ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე განცხადებას გააკეთებს.

28 მაისს, 13:00 საათზე, “ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან გაიმართება საინფორმაციო ხასიათის აქცია, სადაც მსახიობი თათული დოლიძე, მხარდამჭერებთან ერთად საზოგადოებრივ მოძრაობას -“სიცოცხლისათვის“- დააფუძნებს.
მის.: თბილისი, ერეკლე მეორის მოედანი #3
საკონტაქტო პირი ხათუნა პაიჭაძე - 591410545

28 მაისს, 13:20 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
თბილისი, პარლამენტის A კორპუსი, III სართული, ოთახი N307

28 მაისს, 13:30 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 მაისს, 14:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 მაისს, 14:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრების შეხვედრა ავსტრიის პარლამენტის წევრთან, ნიკოლაუს შერაკთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

28 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

28 მაისს, 16:30 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 მაისს, 16:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, 2008-2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტს დაათვალიერებს.
მის.: ბორჯომი, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორია (სოფელ დაბას ბოლოში)

28 მაისს, 17:00 საათზე, საქართველო-ავსტრიის მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა ავსტრიის პარლამენტის წევრთან, ნიკოლაუს შერაკთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

28 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება და ქართულ-ინგლისური ალბომის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართება. 
მის.: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი


28 მაისს, 18:00 საათზე, ფუნიკულიორზე (დარბაზი - Ball Room) მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისადმი მიძღვნილი კონფერენცია და საქართველოს 2017 წლის „დემოკრატიის ლიდერის“ დაჯილდოება გაიმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 
საკონტაქტო პირები: ნინო ხითარიშვილი - 599348048; გიორგი ჩადუნელი - 599107333

28 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ მეორე, განახლებული ქართული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. N32

28 მაისს, 19:30 საათზე, „კინოს სახლში“ ალექსანდრე ქორიძის ახალი დოკუმენტური ფილმის "დაწესებულება #16" პრემიერა და რეჟისორთან შეხვედრა გაიმართება.
მის: ძმები კაკაბაძეების ქ. #2 
საკონტაქტო ტელ.: 599114491

28 მაისს, 20:00 საათზე, „ფაბრიკაში“ გერმანიის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში ბერლინალეს ვერცხლის დათვის მფლობელი ფილმის, სებასტიან შიპერის გახმაურებული კინოსურათის „ვიქტორიას“ ჩვენება გაიმართება. 
მის.: ეგნატე ნინოშვილის ქ. №8 
საკონტაქტო პირი მზეხა მახარაძე - 593 59 28 72


საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივნის
მარტინ ჩუნგონგის საქართველოში ვიზიტის პროგრამა 

08:45 გამგზავრება საქართველოს პარლამენტის სასახლეში
09:00-10:00 „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაციის კონფერენცია თბილისში“ - გახსნა
პლენარულ სხდომათა დარბაზი (კორპუსი, მე-3 სართული)

10:00 გამგზავრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
10:15-11:00 შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან (დასაზუსტებელია)

11:00 გამგზავრება სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“
11:30-13:00 კონფერენციის პლეანრული სესია




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics