15:50 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-27 23:24:37, 1614 ნახვა

პოლიტიკა
ზაზა სარალიძე: დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს

დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნუ მომკლავ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით სარალიძის მამის თქმით, ექსპერტები ადასტურებენ, რომ მისი შვილის მკვლელობისას საქმეში არსებული ორი დანის გარდა, სხვა ნივთებით იყო გამოყენებული.

„დღესაც მორიგი პროცესი ჩატარდა, იქიდან მოვდივარ პირდაპირ, სადაც თვალნათლივ, პირდაპირ და დადასტურებულად, კატეგორიულად დაადასტურეს ექსპერტებმა, რომ ჩემი შვილის სხეულზე არ იყო გამოყენებული მხოლოდ ის ორი დანა, რომლითაც მას ჭრილობები მიაყენეს და არ იყო გამოყენებული მარტო დანები. იყო გამოყენებული სხვა საგნები, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით დამალა. სამხარაულის ექსპერტიზამ ფაქტობრივად გაანადგურა ერთ-ერთი დანა, რომელზეც აღარ შეიძლება ხელმეორედ ექსპერტიზის ჩატარება. მაქსიმალურად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. როდესაც პროკურორ გუგუშვილს მოთხოვნა წავუყენე, რომ თუ სამართლიანობა არ იზეიმებს, უკაცრავად გამოთქმისთვის, მალალეტკების ომი დაიწყებათქო, დაიწყოს არაუშავს, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო“, – განაცხადა სარალიძემ.

მოკლული დავით სარალიძის მამამ აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

„მე მჯერა თქვენი, მე მჯერა ჩვენი ერთიანობის, რომ მომავალი თაობა ჩვენია და ეს ყოველთვის გვემახსოვრება. დიდი მადლობა ისევ და ისევ. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. ძალაინ დიდი მადლობა“, – დასძინა სარალიძემ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია ლოზუნგით – #ნუმომკლავ ზაზა სარალიძის ორგანიზებით გაიმართა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics