21:50 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 16:11:50, 2422 ნახვა

მსოფლიო
ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 25 მაისს, ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით,  დროშის აღმართვის ცერემონიას ოტავას მერი, მერიისა და კანადაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. მან ისაუბრა საქართველოს უძველეს ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების პოლიტიკურ წინაპირობებზე, დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ პროგრესზე, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კანადის ურყევ მხარდაჭერაზე.

ქართული დროშა  ოტავაში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღმართეს. ცერემონიის შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის საელჩომ გამართა მიღება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics