08:06 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 20:00:20, 7035 ნახვა

Lifestyle
ჰარვი ვაინშტაინი სასამართლომ მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც დღეს პოლიციას ჩაბარდა, სასამართლომ მილიონი დოლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

BBC-ის ცნობით, ვაინშტაინს ორი ქალის გაუპატიურებაში, დანაშაულებრივ სექსუალურ აქტსა და სექსუალურ შევიწროვებაში ედება ბრალი.

პროდიუსერი ნიუ-იორკის პოლიციას დღეს თავად ჩაბარდა. მას გირაოს თანხის გადახდის გარდა, ელექტრონული სამაჯურის ტარებაც მოუწევს. ვაინშტაინს ნიუ-იორკის დატოვება ეკრძალება.

ცნობისთვის,პირველი ქალი, რომელმაც ვაინშტეინი დაადანაშაულა, მსახიობი რომოლა გარაია. ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი ლორენ სივიანი, ყოფილი მოდელი ზოი ბროკი, მსახიობი და რეჟისორი აზია არჯენტო, მსახიობი ლუსია ევანსი, მირა სორვინო, როზანა არკეტი, იტალიელი მოდელი ამბრე გუტერესი, ასევე გვინეტ პელტროუ და ანჯელინა ჯოლი.

1 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ჰოლივუდის მსახიობმა ეშლი ჯადმაც შეიტანა. ის ერთ-ერთია იმ ქალბატონებს შორის, რომელიც ჰოლივუდელ პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics