12:53 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 19:17:09, 2012 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთი MH17-ის ჩამოგდებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს

ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთი მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით,  გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნებმა რუსულ მხარეს უკვე აცნობეს. 

საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა, რომელიც სარაკეტო კომპლექს "ბუკის" მიერ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი MH17 თვითმფრინავზე დარტყმას იკვლევდა, დაადგინა, რომ 4 წლის წინ, ეს რაკეტა რუსეთის სამხედრო სამსახურს ეკუთვნოდა.

„მთავრობა ყოველთვის აცხადებდა, რომ MH17-ის კატასტროფასთან დაკავშირებით სიმართლე უნდა გაირკვეს და მსხვერპლისა და მათი ნათესავებისთვის სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. ნიდერლანდები მხარს უჭერს ამ მხრივ საერთაშორისო საზოგადოებას. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე ნიდერლანდები და ავსტრალია დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი პასუხისმგებელია „ბუკის“ ნადაგარის განთავსებაზე, რომელიც MH17-ის ჩამოსაგდებად გამოიყენეს“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.

ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მთავრობები გეგმავენ, რომ საერთაშორისო სასამართლოსა ან ორგანიზაციას მიმართონ.

„მოვუწოდებთ რუსეთს, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს სიმართლის დადგენისა და MH17-ის მსხვერპლთა და მათი ნათესავებისთვის სამართლიანობის მიღწევის პროცესში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

საგარეო საკითხებში ევროკავშირის ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შესაბამისი განცხადებები გაავრცელეს. 

ორივე მხარე განმარტავს, რომ აუციელებელია ოფიციალურმა მოსკოვმა საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლოს. 

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისსს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ბუკის ტიპის სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს, რომელიც ადგილზე რუსმა მებრძოლებმა შეიტანეს, თავად რუსეთი ამ ფაქტს უარყოფდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics