13:14 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 17:53:46, 1143 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: საქართველოს ეროვნული დღესასწაული ვერ იქნებოდა შემდგარი ძლიერი მეგობრის - ლიეტუვის მონაწილეობის გარეშე

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრის ძირითად საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე ვერ იქნებოდა შემდგარი საქართველოს ძლიერი მეგობრის და მხარდამჭერის - ლიეტუვის მონაწილეობის გარეშე.

 "ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ქართულ- ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა.

მე მინდა ხაზი გავუსვა აგრეთვე თქვენს მიერ საქართველოს ინტერესების სერიოზულ წამოწევას, რომელიც არაერთხელ პირადად თქვენ განგიხორციელებიათ, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიზნებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და მე მაქვს იმის რწმენა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატო-სთან მიმართებით იქნება ადეკვატურად დაფასებული და დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვური პოზიცია ამ თვალსაზრისით, როგორც ტრადიციულად, ჩვენი მხარდამჭერი იქნება.

ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, მომავალი თანამშრომლობის შესახებ და მე მიხარია, რომ ამ კონტექსტში ჩვენი ორმხირივი ურთიერთობების პერსპექტივა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა საერთაშორისო ფორუმზე, მხოლოდ პოზიტიური შინაარსის მატარებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გვერდით დგომისათვის არამარტო გაჭირვების, არამედ სიხარულისა და ზეიმის დროსაც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის
კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კალაძის განცხადებით, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics