14:50 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 12:23:49, 9469 ნახვა

კულტურა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით იტალიური ხელოვნების უნიკალური გამოფენები გაიხსნა

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში იტალიური ხელოვნების სამი უნიკალური გამოფენა გაიხსნა.

ამჯერად ქართველ დამთვალიერებელს თბილისში ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ბევრი სხვა დიდოსტატის ნამუშევარს ხილვის შესაძლებლობა მიეცა.

აღორძინების ეპოქიდან ბაროკომდე, ვენეციური მხატვრობიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე - სამი ახალი გამოფენა, რომელიც მაისიდან აგვისტოს ბოლომდე გაიმართება.

„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) - ნახატი "ღვთისმშობელი ყრმით" ("მადონა ალბერტინი") დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05.2018 – 26.08.2018)  - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

"Evidence. A New State of Art” (25.05.2018 – 26.08.2018) - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.

აღნიშნული გამოფენები საქართველოში იტალიის საელჩოსა და ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში. მხარდამჭერი ვითიბი ბანკია.

 

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics