22:40 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 17:55:24, 1363 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: საქართველოსთვის, რუსეთისთვის და თავად ევროპული სასამართლოსთვის, ხვალინდელი პროცესი ისტორიულია

ხვალინდელი პროცესი ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, რუსეთისთვის და თავად სასამართლოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში ხვალ ამ მასშტაბის დარღვევების განხილვა პირველად მოხდება.

„ეს არის სასამართლო დავის გამოძიების ათწლიანი შეჯამება. გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც კონფლიქტის აქტიური ფაზა იყო და ცეცხლი შეწყვეტილი არ იყო. ყველფერი ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველო წელს ზეიმობს რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. ეს ისტორიული მომენტია ყველასთვის. ფსონები უკიდურესად სერიოზულია არამხოლოდ ქართველი ხალხისთვის, რომლისთვისაც ბუნებრივია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს იქნება ისტორიის პირველი ოფიციალური გადმოცემა და საკითხის განსჯა. ვიმედოვნებთ, რომ იმ თემის გააზრება ზედმიწევნით ზუსტად მოხდება, რაც ახლა გრძელდება. ვგულისხმობ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქართველი ხალხისთვის არამედ ადამიანის უფლებთა ევროპული სასამართლოსთვისაც, რადგანაც პირველად მოხდება ამ მასშტაბის დარღვევების განხილვა. ეს დიდი გამოწვევაა სასამართლოსთვის, რომლის უზენაესობა დაცული უნდა იყოს“,- აღნიშნა ემერსონმა.

ცნობისთვის, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ საქმის განხილვა სტრასბურგში ხვალ, გაიმართება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics