09:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 19:26:08, 1767 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: სტერეოტიპი, რომ „ოტო“ ეს არის რაღაც ინსტრუმენტი, რომლითაც მოსახლეობას უსმენენ, არასწორია

პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია.

ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო.ირაკლი სესიაშვილს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია  სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ მიაწოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ

„დღეს უკვე ჩვენ ვახდენთ ნდობის ჯგუფის კანონის შესაბამისად განსაზღვრულ უფლება-მოსილებების ფარგლებში ამ უწყების საქმიანობის შემოწმებას. დღეს მქონდა საშუალება, რომ გავცნობოდი როგორც უწყების საქმიანობას და მის სპეციფიკას, ასევე იმ ტექნიკურ შესაძლებლობებს და გამოწვევებს, რაც ამ უწყების წინაშე არსებობს.  მე შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად ის სტერეოტიპი, რაც არის დამკვიდრებული, რომ „ოტო“ ეს არის რაღაცა ინსტრუმენტი, რომლითაც მოსახლეობას უსმენენ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ხდება ძალიან მკაცრად იმ კანონმდებლობის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის სასამართლოს განჩინება. ეს ერთი. მეორე - ამ სააგენტოს აქვს ძალიან სერიოზული შესაძლებლობები, რათა მოხდეს საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარება, რაც ქვეყანას სჭირდება და ეს არის ის ძირითადი სერვისი, რომლითაც სარგებლობს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე კერძო სექტორი, რაც საერთო ჯამში ხმარდება და ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული როგორც ქვეყნის განვითარება, ისე ჩვენი მოქალაქეების  კეთილდღეობა, ინვესტიციები, ტურიზმი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პირველი ვიზიტი, ეს შემოწმება, და თავისთავად ცხადია ჩემს შემდეგაც კოლეგებს მიეცემათ საშუალება, რომ ამ სისტემის საქმიანობაში, მის სპეციფიკაში გაერკვნენ“,- განაცხადა სესიაშვილმა. 

"საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, ნდობის ჯგუფს სააგენტოს შემოწმების უფლებამოსილება აქვს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ.

სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფი ერთ წევრს არჩევს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობის დახვეწის თაობაზე.

გარდა ამისა, კანონის მიხედვით, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ ნდობის ჯგუფს საქმიანობის 2017 წლის ანგარიში უკვე წარუდგინა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics