16:56 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 16:23:39, 1480 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ნარჩენების მართვის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს  ნარჩენების მართვისა და სეპარირების  ევროპული გამოცდილება, რაც, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პარალელურად, თბილისმა 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა დანერგოს.

ნარჩენების სეპარირების არსებული სისტემის გარდა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოცდილებას, რაც იტალიაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ფარგლებში განხორციელდა და ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. იტალიაში დანერგილი ნარჩენების მართვისა და სეპარირების  სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირში.

თბილისის მერია ამ მიმართულებით შეხვედრების გამართვას საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან გეგმავს. 

იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. 

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics