13:56 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 12:25:26, 1420 ნახვა

საზოგადოება
სოფელ სალხინოში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები  სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს.  მათ პროექტის ამოცანები, ტექნიკური სამუშაოების მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილი პროცედურები და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვანის რაიონის სოფელი სალხინო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. სალხინოში ტექნიკური სამუშაოები 26 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის 1586 მიწის ნაკვეთია აზომილი. მიწის აზომვის შედეგების გაცნობას და, საჭროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანის მოთხოვნას ადგილობრივ მოსახლეობა მომავალი კვირიდან შეძლებს.  

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაციისთვის საჭირო მომსახურებები: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics