19:31 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 18:17:06, 1412 ნახვა

საზოგადოება
ლგბტ აქტივისტებმა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია გამართეს

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლგბტ პირებმა და აქტივისტებმა თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია გამართეს.

თავდაპირველად აქცია გაიმართა ვაკის პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტმა, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელმა ეკა აღდომელაშვილმა საზოგადოებას ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდა.

„ეს არ არის საფრთხე, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვემუქრება და მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ გავერთიანდეთ იმ საფრთხის წინაშე, რასაც ფაშიზმი და სიძულვილის ქადაგება ჰქვია. ჩვენ შემთხვევით არ შეგვირჩევია ეს ადგილი. ჩვენ საღამოს დაგეგმილი მასშტაბური აქციის პარალელურად, ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობებს. თუმცა, ამ წუთას, ამ დღეს, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ამას სხვა დატვირთვა მოექცა. ისევ და ისევ, ადამიანები ზეიმობენ ძალადობას ქუჩაში, ჩვენ კი ასე პარტიზანული მეთოდით გვიწევს ბრძოლა. გავერთიანდეთ ფაშიზმის წინააღმდეგ”, – განაცხადა ეკა აღდგომელაშვილმა.

ამის შემდეგ, აქცია-პერფორმანსი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გაიმართა, სადაც აქტივისტებმა  სამინისტროს მოუწოდეს გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე. აქტივისტების თქმით, პოლიციელები თავად ახალისებენ ჰომოფობიას:

„ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტ თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო-ტრანსოფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს. არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო-ტრანსოფობიურ წინასწარ განწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს“, - აცხადებენ აქტივისტები.

შსს-სთან შეკრებილი აქტივისტები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ უწყებამ ფაშისტურ ჯგუფებს, სოციალური დაპირისპირების გაღვივებაში ხელი ხელი უნდა შეუშალოს.

„მოვითხოვთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს ტრანსგენდერ ადამიანებსა და ინტერსექს ადამიანებზე ზრუნვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები", - ამის შესახებ ლგბტ აქტივისტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან განაცხადეს.

მათ სიმბოლური ფერადი ბოლი ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარედ გაუშვეს, რადგან სამართალდამცველებმა შენობასთან ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დასაცავად, აქტივისტები იუსტიციის სამინისტროს წინაც შეიკრიბნენ. მათი თქმით, უწყებამ გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი უნდა შეიმუშაოს. 

„ტრანსგენდერ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იძულებითი სამედიცინო პროცედურების გარეშე ატარონ ისეთ პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს მათ რეალურ სქესს“,- აღნიშნეს აქტივისტებმა. 

„როგორი სკოლა გვინდა?“ - ამ ლოზუნგით, ლგბტ აქტივისტები განათლების სამინისტროსთანაც მივიდნენ.

აქტივისტების განცხადებით, სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო ყველასთვის, სადაც ნებისმიერი შესაძლებლობის, იდენტობის, გარეგნობის, მრწამსის ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics