14:34 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 17:36:44, 1768 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტის“ ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება ევროპული ბიზნეს კავშირების გაძლიერებისთვის

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ევროპული ბიზნეს კავშირების დამყარება“, რომლის მიზანი იყო საჯარო და კერძო სექტორისათვის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება  ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ევროპას შორის ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას. 

პანელური დისკუსიის სპიკერები იყვნენ ასოციაციის გენერალური დირექტორი დევიდ ლოურენს ლი, გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ჰიუგო ფრედი ბრაეკეველდტი და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

„საქართველოს ფოსტა“ მრავალი წელია გახლავთ უმსხვილესი ევროპული საფოსტო გაერთიანების PostEurope-ის წევრი და აქვს დიდი გამოცდილება ევროპული ბიზნეს  კავშირების მშენებლობაში, თუ როგორ შეიძლება ამ კავშირების გამოყენება და ბიზნეს ინტერესებად ქცევა. “მნიშვნელოვანია ინტენსიური თანამშრომლობა ქართულ და ევროპულ კომპანიებთან, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ და ცდილობენ ყველა იმ უპირატესობის წარმატებულ გამოყენებას, რასაც ევროპასა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა“, - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. 

ევროპული ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ სუბიექტებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქმიანობენ ევროპის ან საქართველოს ტერიტორიაზე. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ევროპული სტანდარტის ბიზნეს გარემოს შექმნას, მოახდინოს ჩვენს ქვეყანაში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებაში.

„ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს ფოსტის ინოვაციის ხარისხი და მენეჯმენტის თავდადება კლიენტთა მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის. მათი კორპორატიული ხედვა საკმაოდ ამბიციურია, ხოლო მათი ახალი სერვისი - ღია ელექტრონული პლატფორმა „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის. ვამაყობთ, რომ საქართველოს ფოსტა ჩვენი წევრია და მზად ვართ მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობისათვის, რომელიც მოიცავს ევროპული ბიზნეს ასოციაციის მედიაციისა და არბიტრჟის სერვისების განვითარებას“, - განაცხადა დევიდ ლიმ, ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორმა.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტუსკი - პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად Patriot-ის კომპლექსის მარაგი არ აქვს, მაგრამ სხვა ხერხებით დაეხმარება
ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - „თიბისი დაზღვევა“
მდინარაძე - ვისაც არ უნდა, მხარი დაუჭიროს ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics