11:25 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 15:55:48, 1501 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: ცინიკურია, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ ძალადობისგან ნებისმიერ ჯგუფს დაიცავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ლგბტ აქტივისტებს დაიცავს, ცინიკურს უწოდებს.

გოცირიძის თქმით, ყველა მოძალადე უნდა იჯდეს ციხეში და არა კორდონს მიღმა.

"როდესაც მთავრობა ამბობს რომ ის დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება და დაცინვა. ის რომ პოლიციის კორდონით იქნება მოძალადეების მხრიდან დაცული მეორე მხარე, ეს არაფერს ნიშნავს. მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდონს მიღმა", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს.

თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისი კაპიტალი“ Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics