00:30 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 14:35:14, 1404 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი ბაზირებული რეისი შესრულდა

რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი ბაზირებული რეისი შესრულდა.

ავიარეისი Wizz air-ის მეორე ბაზირებული,  A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით განხორციელდა. პირველი რეისის მგზავრებს ქართული ღვინო, ბორჯომი, სარაჯიშვილის კონიაკი და ტკბილეული დაურიგდათ.

დღეიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო, რომელიც რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით  შეასრულებს. Wizz air ასევე, ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის. 

ამასთან დაკავშირებით დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილია ღონისძიება, რომელზეც სიტყვით პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ის მარკეტინგის დირქტორი იოჰან ეიდჰაგენი გამოვლენ. სიტყვის დასრულების შემდეგ, პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით განორციელებულ პირველ რეისის საზეიმო დახვედრა გაიმართება.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 6 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250 ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.

2018 წლის მარტიდან, Wizz air-მა, ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება რიგისა და ვროცლავის მიმართულებით დაიწყო. ზაფხულიდან კი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის დაიწყება. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ი 3 ივლისიდან ფრენებს ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 15 ნოემბრიდან პირდაპირი რეისები ავსტრიის მიმართულებით -  ვენა-ქუთაისი შესრულდება. ახალი ბაზირებული რეისების ჩათვლით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში ევროპის 14 ქვეყნის 20 მიმართულებით  შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საქართველო უცხოელი ვიზიტორებისთვის სულ უფრო საინტერესო და  მიმზიდველი მიმართულება ხდება. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა, რის შედეგადაც 7 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. 2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზეარის მგზავრთნაკადმა– 223,656 შეადგინა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით ქუთაისის აეროპორტში ავიკომპანია Wizz air-ის რეისებით  - 111,810 მგზავრმა ისარგებლა.

2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში ჯამური მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 % გაიზარდა. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, დღის წესრიგში აეროპორტის გაფართოების საკითხი დადგა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics