20:50 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 13:51:50, 1282 ნახვა

საზოგადოება
ანტიჰომოფობიური აქცია სოციალურ ქსელში გაიმართება

ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის გაუქმების გამო, სოციალურ ქსელში ახალ აქციას აანონსებენ. 

აღნიშნული აქციის ფარგლებში Facebook-ში გვერდი - "საქართველოს წმინდა პარლამენტი" შეიქმნა. 

აქციის ორგანიზატორები, მხარდამჭერებს მოუწოდებენ, 19:00 საათზე, თავი საქართველოს პარლამენტთან მოინიშნონ:

“ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე, ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით. 

აქციაში ჩართვის მსურველებს გთხოვთ:

ზუსტად 19:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, Facebook-ის საშუალებით check-in გააკეთეთ მითითებულ ფეიჯზე: https://bit.ly/2KwwC01;
გრძნობად დაამატეთ 'Unsafe' და მიანიჭეთ შესაბამისი ემოჯი;
ტექსტში მიუთითეთ: "17 მაისი არის ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე" 
 ტექსტში ასევე შეგვიძლიათ ინდივიდუალური მოწოდებების გაჟღერება, თუმცა აქვე გთავაზობთ რამდენიმე იდეას: "პარლამენტში რაც უნდა ის ქნან, ქუჩაში ნუ გამოდიან!"; "პირველი ქვა წმინდანებმა ისროლონ"; "იყო და არა იყო რა! - შსს-ს დაპირებები"; "შსს - დაჯექი! ორიანი!"; "ქართული მარში გაგხვევს შარში".
 შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეშთეგები: #არდავთმოთ17მაისი#ReclaimingMay17", - აცხადებბენ ორგანიზატორები. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics