16:06 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 18:20:33, 1796 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ“ ახალი სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ წარადგინა

„საქართველოს ფოსტამ“ მომსახურების ახალი სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ წარადგინა.

აღნიშნული მომსახურებით "საქართველოს ფოსტა" ელექტრონული კომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს ღია ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა აწარმოოს ელექტრონული კომერცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პროდუქტის ტრანსპორტირებას "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს.

ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით, ონლაინ მაღაზიის გვერდზე ტრანსპორტირების ღია მოდული გაიხსნება, რომელიც მომხმარებელს ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და მისი ადგილსამყოფელის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

აღნიშნული პლატფორმის პრეზენტაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სერვისი ხელს შუწყობს როგორც მეწარმეთა განვითარებას, ასევე ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას მოახდენს.

"დღეს "საქართველოს ფოსტამ" მომსახურების ახალი სერვისი წარადგინა. ეს არის "ქართული პროდუქტი მსოფლიოს". ეს არის შესაძლებლობა ქართულ მცირე და საშუალო მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას ელექტრონულ მაღაზიაში განთავსებული თავიანთი პროდუქტი გაყიდვის შემთხვევაში მიაწოდონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მოგეხსენებათ რომ საკმაოდ კარგად იყო განვითარებული სერვისი როდესაც ქართველი მომხმარებელი საზღვარგარეთ ყიდულობდა პროდუქციას და ხდებოდა იმპორტი - შესაბამისად ჩამოდიოდა საქართველოში ეს პროდუქტები, თუმცა სერვისი რომელიც აძლევდა ჩვენს მცირე მეწარმეებს ან დიდ მეწარმეებმა, რომ ქართული პროდუქტი ონლაინ მაღაზიების მეშვეობით გაყიდულიყო საზღვარგარეთ ასეთი ტიპის სერვისი არ არსებობდა. სწორედ ამიტომ საქართველოს ფოსტამ დღეს შექმნა ეს სერვისი. ეს არის სერვისი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს უკვე ჩვენ მცირე მეწარმეებმა შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და მიაწოდონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. დარწმუნებული ვარ ეს პროდუქტი ონლაინ მაღაზიების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ეს პროდუქტი იძლევა დაზღვევის შესაძლებლობას და პროდუქტის ღირებულების დათვლა მოხდეს ავტომატურად. პროდუქტი იქნება ძალიან მომზიდველი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის ლევან ჩიქვაიძის განცხადებით, კომპანიის მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაა.

"ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას, "საქართველოს ფოსტის" ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს ჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში, აწარმოო ქართული პროდუქციის ონლაინ გაყიდვები და ამისთვის გამოიყენონ ჩვენ მიერ შექმნილი "ქართული პროდუქტი მსოფლიოს" პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს ნებისმიერ ქვეყანაში მათი პროდუქციის მყიდველისთვის მიწოდებას. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას, ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე", - განაცხადა ჩიქვაიძემ.

"საქართველოს ფოსტის" ახალი მომსახურებით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე ქართული კომპანია. ეს მომსახურება ინტეგრირებული იქნება პლატფორმა B2C-ზეც, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ონლაინ მაღაზია სწრაფად და მოახდინოთ თქვენი პროდუქციის რეალიზაცია ინტერნეტ სივრცეში.

"საქართველოს ფოსტა" წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით და გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფარტო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს. 

 

 

®




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics