20:05 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 13:18:00, 1209 ნახვა

კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: კრიმინალური დაჯგუფებები დაუპირისპირეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოსკოვში გადაფრენა არ ენატრებათ

"ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა მმართველი გუნდი ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა თავისი მეორედ მოსვლა, ახალგაზრდებზე ძალადობით აღნიშნა". 

როგორც რატიანმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებამ ახალგაზრდების წინააღმდეგ კრიმინალური დაჯგუფებები გამოიყენა.

"ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია მზარდი კრიმინალი, მზარდი ნარკორეალიზაცია, შავი ბაზარი და კორუფცია. ხელისუფლება, რომელიც მოუწოდებდა საზოგადოებას რომ გაგებით მოკიდებოდა კრიმინალს, თავისი მარცხის გადასაფარად თავს დაესხა ახალგაზრდებს და მოაწყო ის რაც მოხდა პარასკევს საღამოს. ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მოკავშირედ გაიხადა კრიმინალი და კრიმინალური ჯგუფების საშუალებით თავს ესხმოდა პოლიტიკურ ოპონენტებს ამ 5 წლის განმავლობაში. კრიმინალურ, მოძალადე ჯგუფებს ჩვენ ვხედავდით აქციებზე, არჩევნების დროს და სწორედ ეს ჯგუფები ახლა ახალგაზრდებს დაუპირისპირა. იმ ახალგაზრდებს რომლებიც სულ სხვა სულისკვეთებით არიან გაზრდილები, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ დაუკრავენ 31-ჯერ ჩაკეტილ სივრცეში ბიძინა ივანიშვილს, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ მიუციათ ქრთამი პოლიციისათვის, იმ ახალგაზრდებს რომლებსაც არ ენატრებათ 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა. აი ამ ახალგაზრდებს თქვენი დაუპირისპირეთ თქვენი მოძალადე ჯგუფები. ის ჯგუფები, რომლებსაც თქვენ ხშირ შემთხვევაში პატრიოტებსაც ეძახით, რომლებიც სრულიად ღიად საუბრობენ იმაზე, რომ უნდა იძალადონ ხალხზე. თქვენ მიმტევებლები იყავით ძალადობის მიმართ, ნარკორეალიზატორების მიმართ, კრიმინალის მიმართ და იმ დღეს ახალგაზრდებზე იძალადეთ. ახლა ფაქტობრივად როდესაც  მადლობას უხდით შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავრობას ზოგადად, მადლობა გადაუხადეთ იმ მოძალადე ჯგუფებსაც, რომლებიც თქვენ ხელისუფლებას გადაეფარნენ. ამ ახალგაზრდებმა მშვიდობიანი პროტესტი მიმართეს იმისკენ, რომ შს მინისტრი და პრემიერი გადამდგარიყვნენ. თქვენ გააკეთეთ არჩევანი არა ახალგაზრდების მიმართავენ არამედ კრიმინალების მიმართ", - მიმართა  რატიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics