13:49 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 13:02:58, 1954 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: 21-ე საუკუნეში კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

„გვწამს, რომ სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე განაცხადა.

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში, კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ შავი ზღვის რეგიონში: ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი აგრძელებს გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევას და თავად ამ ორგანიზაციის არსი მიზნად ისახავს „შავი ზღვის რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის რეგიონად გარდაქმნას", როგორც ეს განცხადებულია ჩვენი ორგანიზაციის ქარტიაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ვიპოვოთ მშვიდობიანი გზა გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დეკლარაციის პრინციპების საფუძველზე, რათა გადავჭრათ არსებული კონფლიქტები შავი ზღვის რეგიონის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს შავი ზღვის რეგიონში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომელაური - შსს ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას
გომელაური ელისაშვილზე - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა - დაველოდოთ გამოძიებას
გომელაური - სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა
გომელაური - შსს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიაში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics