07:23 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 11:39:48, 1344 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და დასკვნები აღრმავებს სახელმწიფოს განვითარებას და მომავალს

საქართველოს პრეზიდენტმა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესი გახსნა და საერთაშორისო კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა. კონგრესს თბილისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მასპინძლობს, როგორც ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) თავმჯდომარე.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს მნიშვნელოვანი ფორუმი უწოდა საკონსტიტუციო სამართლის ხარისხის და დონის ასამაღლებლად და საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარების მიმართულებით.

პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუცია იდეალურ შემთხვევაში ორ მნიშვნელოვან საფუძველს აერთიანებს ერთმანეთში. ერთი არის ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლითაც განმსჭვალულია ნებისმიერი ერის სოციალური, კულტურული და სულიერი ცხოვრება და მეორე, არის ის სპეციფიკა, რომელიც ამ ქვეყანაში, ამ მხარეში მოსახლე ხალხისთვის წარმოადგენს ბუნებრივ მდგომარეობას და შეესატყვისება მათ ტრადიციებს ქვეყნის, ან სახელმწიფოს მართვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების და ამ ორი მნიშვნელოვანი ტენდენციებით იქმნება ის, რაც ქვეყანას აძლევს ძირითად ჩარჩოს თუ როგორ უნდა მოიქცეს, რანაირად ვითარდებოდეს, და ხდის მას კაცობრიობასთან ერთიანი კულტურული პროცესის ნაწილად.

"ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაც ბუნებრივია იგივე კონტექსტში ავითარებს და აღრმავებს ამ პროცესს. მიხარია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება -კონსტიტუციის თანამედროვე ევროპულ კონტექსტში ინტერპრეტაციის, და მისი გადაწყვეტილებები და დასკვნები სწორედ ამ მიმართულებით აღრმავებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და მომავალს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კონგრესზე.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დრამატული ისტორიის მანძილზე არაერთი საამაყო ნაბიჯი აქვს გადადგმული და ერთერთი სწორედ პირველი რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციის მიღების საკითხს უკავშირდება, რომელიც 3 წლის მუშაობის შედეგი იყო.

"ჩვენს ერს მართლაც საამაყო წარსული გააჩნია. სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია მაღალი ათასი წლის ძალიან დრამატული ისტორია, თავისი ისტორიის კრიტიკულ მომენტებში აკეთებდა ისეთ არჩევანს, რომელიც განაპირობებდა შემდეგ ჩვენი ერის სრულ თანხვედრას იმ სულიერი, თუ კულტურული პროცესების მიმართ, რომლებმაც განავითარეს კაცობრიობა.

ქართველმა ერმა ძალიან პროგრესული ნაბიჯი გადადგა, როცა აირჩია რესპუბლიკური მმართველობის ფორმა. და გარდა იმისა, რომ რესპუბლიკა შექმნა, ისეთი კონსტიტუცია ჩამოაყალიბა, რომელსაც სიამაყით ვუზიარებთ ერთმანეთს დღეს. მასში აღიარებული იყო ქალთა უფლებები, გაუქმდა სიკვდილით დასჯა, უზრუნველყოფილი იყო ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველმა ერმა და სახელმწიფომ დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ძალიან ნათლად განსაზღვრა თავისი ვექტორი როგორც ევროპული, თანამედროვე კულტურის წევრი ქვეყნის. კონგრესს ესწრებოდნენ: ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების და რელევანტური​ ინსტიტუტების თავმჯდომარეები/მოსამართლეები, ასევე სხვა მაღალი რანგის დელეგატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიიდან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics