02:55 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 10:58:47, 1452 ნახვა

ეკონომიკა
რებრენდინგის შემდეგ ლუდი „ზედაზენი“ ახალ კამპანიას იწყებს

სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ მის პორტფელიოში არსებული ფლაგმანი ბრენდის - ლუდი „ზედაზენის“ რებრენდინგი განახორციელა.

6 წლის ისტორიის მქონე ლუდის განახლებას ს.ს. „ქართული ლუდის კომპანია“ დიდი სიფრთხილით მიუდგა, რადგანაც განახლებულ შეფუთვას არ უნდა მოჰყოლოდა აღქმა, რომ შეიცვალა ლუდის გემო. რებრენდინგის შედეგად, გათანამედროვდა შეფუთვა, თუმცა არა არსებულის რადიკალურად ცვლილების ხარჯზე.

„კვლევები გაჩვენებს, რომ ქართველი ლუდის მომხმარებლის პრეფერანცია ​ჩვენი ბრენდისადმი სწორედ მისი გემური თვისებებია: ევროპული ტრადიციებით ხარშვის ტექნოლოგია, ზედაზენის წყაროს წყალი - რაც კომპანიის როგორც სიამაყის საგანი, ისე ერთ - ერთი კონკურენტული უპირატესობაა“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

„ზედაზენის“ რებრენდინგზე მუშაობა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე უცხოურ თუ ადგილობრივ სააგენტოში მიმდინარეობდა.

„2018 წლის აქტიურ სეზონს ლუდი „ზედაზენი“ განახლებული შეფუთვით შეხვდა, რომლის საბოლოო დიზაინზე კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა იანა პოლევანსკაიამ და სალომე ხუბუნაიამ იმუშავეს. შეიცვალა როგორც ეტიკეტის ვიზუალი, ფორმა და დიზაინი ისე ქილის, შუშის ბოთლისა და პლასტიკატის ბოთლების ფორმები და დიზაინი“, - განმარტავს მიხეილ ქურდაძე.

ლუდის რებრენდინგთან ერთად, „ქართული ლუდის კომპანიამ“ განსხვავებული მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოება გადაწყვიტა

„წლების განმავლობაში ლუდი „ზედაზენის“ ირგვლივ ბევრი ისტორია და ემოცია შეგროვდა. დაგეგმილი კამპანია უნდა ყოფილიყო ავთენტური, სადაც მომხმარებელიც მიიღებდა მონაწილეობას.  საბოლოოდ მივიღეთ კამპანია „შენი ცხოვრების ისტორია“, რომელიც ბრენდის ერთ-ერთ კომუნიკაციის მნიშვნელოვან მესიჯად უნდა შენარჩუნდეს“, - განმარტავს მიხეილ ქურდაძე.

მიზნის მისაღწევად, მოხდა ქუჩაში გამვლელების გამოკითხვა. კომპანიის წარმომადგენლები გამვლელებს ლუდ „ზედაზენს“ ეტიკეტის გარეშე ასინჯებდნენ და მის დახასიათებას სთხოვდნენ. შემდეგ კი სთხოვდნენ ახლო წარსულიდან ნებისმიერი ისტორია გაეხსენებინათ, რომელიც „ზედაზენის“ გემომ მოაგონა.

საბოლოოდ კი გადასაღებად სამი განსხვავებული თაობის და შინაარსის ისტორია შეირჩა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დამატებითი სერიების გადაღებაც, რომელსაც სს „ქართული ლუდის კომპანია“ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ლუდთან დაკავშირებული ისტორიებიდან შეარჩევს.

 

 #შენიცხოვრებისისტორია 

 

(R)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics