18:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 17:52:10, 2083 ნახვა

კულტურა
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება

„საქართველოს ბანკის“ და „Check in Georgia“-ს წარმატებული პარტნიორობა წელსაც გრძელდება. ბანკი კვლავ პროექტის გენერალური სპონსორია.

„ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. 2018 წლის სეზონის გახსნაზე ენიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო, რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგება. ცნობილი კომპოზიტორი შეკვეთილში მდებარე არენის სცენაზე კონცერტს საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართავს.

ლეგენდარულმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკალური ნაწარმოებები 500 სხვადასხვა ფილმისთვის და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. სწორედ „საძულველი რვიანისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის ენიო მორიკონემ პირველი „ოსკარი“ დაიმსახურა. ის სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც გახლავთ. ენიო მორიკონეს გარდა, საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი არენის სცენას, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი თუ ჯგუფი დაიკავებს.

"პროექტი „Check in Georgia“ ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება და წელს 300-მდე ღონისძიება გველოდება საქართველოს მთელი მასშტაბით. წელსაც Black Sea Arena-ზე ძალიან საინტერესო პროექტები იქნება. "Check in Georgia“-ს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ხელოვნების და მუსიკის მრავალი ჟანრი - ჯაზი, როკი, ბლუზი, საოპერო ხელოვნება, ამავდროულად მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული ხელოვნების წარმოდგენა და ისეთი გრანდიოზული პროექტები როგორებიც არიან: სუხიშვილი, ერისიონი და ქართული ხმები. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი კულტურა ვაჩვენოთ მილიონობით ტურისტს, რომელიც საქართველოში ჩამოდის. პროექტი „Check in Georgia“ ემსახურება იმას, რომ მილიონობით ადამიანი რომელიც საქართველოში ჩამოდის და ამ მხრივ 2018 წელი იქნება ახალი რეკორდების წელი, როდესაც 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური პირველად ეწვევა ჩვენ ქვეყანას, ამ ადამიანებს არა მარტო თბილისსა და ბათუმში არამედ საქართველოს მასშტაბით დაახლოებით უამრავი საინტერესო ღონისძიება დახვდებათ", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

"საქართველოს ბანკის" მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის ხათუნა კაკაბაძის თქმით, ბანკი Black Sea Arena-ს სტუმრებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

"საქართველოს ბანკი" უკვე მეორე წელია Black Sea Arena-ზე გამართული კონცერტების გენერალური პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ განვაგრძობთ კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას. წელსაც ისევე როგორც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ბანკი Black Sea Arena-ს სცენაზე, კონცერტამდე დამსწრე საზოგადოებას ბევრ საინტერესო და სახალისო სიურპრიზებს ჰპირდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ძალიან კარგი ლაინაფია. ვნახავთ გამორჩეულად მნიშვნელოვან კოლაბორაციებს ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების შესრულებით", - განაცხადა კაკაბაძემ.

რაც შეეხება მუსიკალური ზაფხულის ლაინაფს, Black Sea Arena-ს დირექტორის ანი კავლელიშვილის განმარტებით, ლაინაფი სრულია, თუმცა მოლაპარაკებები კიდევ ერთ მომღერალთან მიმდინარეობს.

"ეს ფაქტობრივად სრული ლაინაფია, უბრალოდ ამას კიდევ ერთი ვარსკვლავი დაემატება, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სანამ მისგან დასტური არ გვექნება, ამ ინფორმაციას ვერ გავაჟღერებთ. ეს ღონისძიებების ის ჩამონათვალია, რომელიც Black Sea Arena-ს სეზონი შეივსება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ტურისტების ჩამოსვლის სტატისტიკა კიდევ უფრო მეტის იმედს იძლევა. ვფიქრობთ, რომ ძალიან ხელს შეუწყობს ეს ღონისძიებები შიდა ტურიზმს. ასევე საინტერესო იქნება ადგილზე  მყოფი დამსვენებლებისთვის. ტურისტები ჩვენი ქვეყნიდან კარგ განწყობას წაიღებენ, რაც ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს", - აღნიშნა კავლელიშვილმა.

 „ბლექ სი არენას“ ლაინაფი ასე გამოიყურება:

19 მაისი, სეზონის გრანდიოზული გახსნა – Ennio Morricone რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად;

7 ივლისი – ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალური საღამო;

28 ივლისი – ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო, სპეციალური სტუმარი, „გრემის“ მფლობელი ბრწყინვალე ამერიკელი მესაყვირე, Chris Botti;

4 აგვისტო – ცნობილი პიანისტის, გიორგი მიქაძის პროექტი „VOISA“;

11 აგვისტო – ანსამბლ „შვიდკაცას“ და ამერიკული ვოკალური ჯგუფის, 8 „გრემის“ მფლობელი Take Six–ის ერთობლივი კონცერტი;

16 აგვისტო – ჯგუფ „სახის“ და Poetry ‘N’ Motion–ის ერთობლივი კონცერტი;

21 აგვისტო – ნინო ქათამაძის  სოლოკონცერტი;

28 აგვისტო – ცნობილი ქართული მიუზიკლი, „ჩხიკვთა ქორწილი“;

23 სექტემბერი - 43-ე  მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი.

შეგახსენებთ, რომ „ბლექ სი არენაზე“ 30 ივნისსა და 1–ელ ივლისს ასევე დაგეგმილია ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები, რომლებსაც SOLO წარმოგიდგენთ.

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „Check in Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა“  მაყურებელს საინტერესო და ცხელ ზაფხულს ჰპირდება. მასშტაბური კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერით „საქართველოს ბანკი“ ხელს უწყობს, წარმატებით განხორციელდეს პროექტი „Check In Georgia“, რომლის მიზანია, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს  კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის  შემოსავლების ზრდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ბილეთების მცირე რაოდენობა ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი მსურველებისთვის. მათი შეძენა შეგიძლიათ საიტზე TKT.GE

აღსანიშნავია, რომ წელს „Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

 

 

 

(R) 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics