03:40 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 11:06:43, 2272 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ის, რასაც ისრაელი აკეთებს, გენოციდია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის სამხედრო ძალების გუშინდელ ქმედებას გენოციდად აფასებს.

ერდოღანმა ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა მას შემდეგ, რაც გუშინ ისრაელის შენაერთებმა ღაზას საზღვართან 58 პალესტინელი მოკლეს. 

„ის, რასაც ისრაელი აკეთებს, გენოციდია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან ხდება ეს – ისრაელიდან თუ აშშ-დან. ვგმობ ამ ჰუმანიტარულ დრამას, ამ გენოციდს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთმა აშშ-დან და ისრაელიდან თავისი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბიზდაგმა განაცხადა.

ასევე, პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნით თურქეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. 
ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 58 ადამიანი, მათ შორის მოზარდები. დაშავებულთა რიცხვი 2 700-ს აღემატება, მათგან 130 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics