02:48 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 13:30:53, 2190 ნახვა

კულტურა
ქოლგა თბილისი ფოტო 2018 არტ არეაში გაიხსნა

4 მაისს ქოლგა თბილისი ფოტო ფესტივალს არტ არეამ უმასპინძლა. საერთაშორისო ფოტოკონკურსი საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიწყო.

2018 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები არიან:

სებასტიენ ლებანი ნომინაციაში ერთი კარდრი;

ქრისტიან ვერნერი  ნომინაციაში რეპორტაჟი;

ჯულიო დი სტურკო ნომინაციაში  კონცეპტუალური ფოტოპროექტი;

კარლ მანჩინი ნომინაციაში  დოკუმენტური ფოტოსერია;

ოლიე ვიტი ნომინაციაში newcomer award;

ხავიერ არსენილიასი ნომინაციაში მობილური ფოტოსერია;

ნომინაციაში მობილური კადრი  წელს გაიმარჯვა ქართველმა მონაწილემ - დათო ქორიძემ;

გამარჯვებულების ფოტოპროექტები იხილეთ ქოლგას ვებ გვერდზე: https://www.kolga.ge/#/winners/

კვირეულის განმავლობაში, რომელიც 11 მაისამდე გაგრძელდება, ფოტოკონკურსი უმასპინძლებს 18 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფებს, დისკუსიებს, ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს, შეხვედრებს უცხოელ ფოტოგრაფებთან და პორტფოლიო განხილვებს. "ქოლგა" უკვე 17 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით ტარდება. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი.

ფოტოკონკურის საპრიზო ფონდი შეადგენს 7 000 აშშ დოლარს. ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგოთ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს  გადაეცათ 500$.

წელს ქოლგა თბილისი ფოტომ დააწესა სპეციალური პრიზი ქართველი ფოტოგრაფებისათვის - სტაჟირება მილანში, საერთაშორისო ფოტოსააგენტო პროსპექტში. ეს პრიზი გადაეცა ქართველფოტოგრაფ მანო სვანიძეს, რომელიც შეარჩია ფოტოსააგენტო პროსპექტმა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალურიფოტოპროექტი, მობილური ფოტოსერია.

ქოლგა თბილისი ფოტო 2018-ის გენერალური პარტნიორია თიბისი.

 

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics