15:13 - 25 May, 2018
2018-05-02 22:51:37, 469 ნახვა
3 მაისის ანონსი

10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას ქ. #7

10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: ქუთაისი, დარბაზი N304

10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შექმნის შესახებ (გეო გაპი/Geo GAP) დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება.
საკონტაქტო პირი ნათია მსხილაძე - 591 05 19 05

10:30 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ბრიფინგი.
თემა: მედია წიგნიერების პროექტი.
საკონტაქტო პირები: ლანა ბერიძე - 595 10 70 60 / რუსკა ჭაბუკიანი - 599 56 42 20

10:30 საათზე, „მწერალთა სახლის“ თეთრ დარბაზში press-breakfest-ის ფორმატში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კვირეულის ორგანიზატორები და მონაწილეები „Pitti Uomo“-ს წარმომადგენლებთან ერთად კვირეულის სიახლეების პარალელურად მედიის წარმომადგენლებს ფლორენციის მოდის პლატფორმის მომავალ გეგმებსაც გააცნობენ.

11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ნარკოლოგები და ექსპერტები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
საკონტაქტო პირი: გიორგი კალატოზიშვილი - 577 66 96 85

11:00 საათზე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბიზნეს სექტორს შეხვდებიან.
მის.: გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, სტალინის ქ. #7
საკონტაქტო პირი - გრიგოლ ბაიბურთი  577420001

11:00 საათზე, დმანისის გადარჩენის ფონდისა და საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები, ტანძიის მოსახლეობას შეხვდებიან და განცხადებას გააკეთებენ, ასევე, მოინახულებენ ბნელი ხევის იმ ტერიტორიებს, სადაც RMG სამუშაოებს აწარმოებს.
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551662525

11:30 საათზე, სასტუმრო „იოტა ჰოტელში“ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საზოგადოებას 2018 წლის აპრილის თვის სტატისტიკის მონაცემებს გააცნობს.

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: თბილისი, პარლამენტის თამარ მეფის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

12:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ გამართავს პროექტის – „ასწავლე მაცნეს“, შემაჯამებელ კონფერენციას.
ტელ.: 579 11 77 77

14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

15:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და ფრაქციის წევრები, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდებიან.
შეხვედრის თემა: ბულინგი
მის.: ქუთაისი, პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (0 სართული, ოთახი № 049)

17:30 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან.
მის.: ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, ოთახი N504

17:00 საათზე, მულტიმედია განათლების ცენტრში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს. ამავე ღონისძიებაზე ოფიციალურად გაიხსნება ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018.
მის.: ა. ჭავჭავაძის გამზ. #10ა,
საკონტაქტო პირი ნანა ლობჟანიძე - 595210309

18:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს შორის ერთობლივი განცხადება გაფორმდება.
მის.: ქუთაისი, პარლამენტის ფოიე

20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს.
მის.: დ. აღმაშენებლის გამზირი 123/125



სოციალური ქსელები
კომენტარები



ჰარვი ვაინშტეინი ნიუ იორკის პოლიციას ჩაბარდება
დღეს საქართველოს დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა
ელტონ ჯონის კონცერტის ჩატარების თარიღი ცნობილია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics