16:06 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 19:48:19, 1903 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: ივანიშვილის დაბრუნება ნიშნავს იმ კრიზისის აღიარებას, რომელიც მისი არაფორმალური მმართველობით შეიქმნა

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პოზიტიურად აფასებს.

თუმცა, როგორც გოგუაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ნიშნავს იმ კრიზისის აღიარებას, რომელიც სახელმწიფოში მისი არაფორმალური მმართველობის შედეგად შეიქმნა.

„ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად მიმაჩნია ის, რომ იგი ასე თუ ისე ფორმალური თანამდებობის პირი ხდება, რადგან არაფორმალური მმართველობა საერთოდ გასული იყო სამართლებრივი სივრციდან. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ ვიცით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუტები მართავენ და ინსტიტუტის წარმომადგენელი მართავს მისი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ მივიღებთ ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობს, საბჭოთა კავშირის დროს რა ფუნქციაც ჰქონდა კომუნისტურ პარტიას და მის გენერალურ მდივანს. პარტია იყო ყველაზე მაღლა და მისი გენერალური მდივანი იყო მთავარი ფიგურა, რომელსაც ჰქონდა მორჩილება სხვადასხვა ინსტიტუტების. ივანიშილი ფორმალურად არა, თუმცა არაფორმალურად ისევ იქნება უფროსი პრემიერ მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და ყველა ინსტიტუციის“, -  განაცხადა გოგუაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მოსვლა, ქვეყანაში არსებულ ინსტიტუციურ კრიზისს ვერ გადაჭრის.

„ეს არის ცალსახად კარგი, რადგან მითები დასრულდება ამ ქვეყანაში, რომ ბიძინამ არ იცოდა, ბიძინა რომ ყოფილიყო სხვანაირად იქნებოდა. ახლა ყველას გვექნება იმის განცდა, რომ ბიძინამ იცის ყველაფერი  და უშუალოდ არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რომელიც სახელმწიფოში მიმდინარეობს, მაგრამ მისი პარტიის თავმჯდომარედ მოსვლა, ინსტიტუციურ კრიზისს, რომელიც ამ ქვეყანაშია, ვერ გადაჭრის. მისი უფლებამოსილება იქნება განუზომლად დიდი, ვიდრე ეს ევროპული დემოკრატიული პარტიების თავმჯდომარეების უფლებამოსილებაა. სულ ვამბობდი, რომ ჩვენთან არც პარლამენტის თავმჯდომარეა,  არც პრემიერია იმიტომ, რომ არცერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობის მიხედვით და ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებდა არაფორმალური მართველი. ახლა ეს იცვლება და მას ექნება უფრო ფორმალური თანამდებობა, იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური თავმჯდომარე", - აცხადებს გოგუაძე.

ამასთან, იგი გამორიცხავს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს.

„მე გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერი ან პრეზიდენტი გახდეს, რადგან  პარტიის თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტის უფროსიც და პრემიერის უფროსიც  და მას არ სჭირდება თავისი სტატუსის ფორმალიზება და ინსტიტუციონალიზება. ყველაზე მეტი ინსტიტუციონალიზება პარტიის თავმჯდომარეობაა, ამიტომ მე მისი პრეზიდენტობა საერთოდ გამორიცხული მგონია“, - განაცხადა გოგუაძემ და დასძინა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ფაქტორი „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლებაა. 

„ივანიშვილი ბევრი ფაქტორის გამო მოვიდა, მათ შორის იმის გამო, რომ ყოველდღიურად კარგავს „ოცნება“ რეიტინგს. მათ შორის მე  ვთვლი რომ, მისთვის პიროვნულადაც ძალიან შემაწუხებელი გახდა არაფორმალურ მმართველობაზე მუდმივი მითითებები, რაც ისმის ამ ბოლო დროს დასავლეთიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან. მან დაინახა, რომ  ეს არა თუ ქვეყნის, არამედ მისი პირადი პრობლემაც შეიძლება გახდეს. ძალიან უსინდისო უნდა იყო არ აღიარო, რომ მისი გამოჩენა აძლიერებს პარტია  „ქართულ ოცნებას“ მის მომხრეებში. ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც ამომრჩეველი ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და მისი ფაქტორი რა თქმა უნდა იქნება ამომრჩევლის გამხნევების ფაქტორი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
კალაძე - რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?!
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics