18:50 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 13:46:21, 1623 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას დათანხმდა.

კობახიძის თქმით, ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას შესაბამისი ფორმალური პროცედურების შემდეგ დაიკავებს.

“ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობდით იმაზე რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია, საჭიროა ჩვენი პარტია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics