12:41 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 13:15:15, 1722 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ახალი გამოწვევების ფონზე, დადგა აუცილებლობა, მაქსმიალურად გავაძლიეროთ „ქართული ოცნება“

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი გამოწვევების ფონზე, დადგა აუცილებლობა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მაქსმიალურად გაძლიერდეს.

„მინდა საზოგადოებას ვამცნო ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება ჩვენ გუნდში, პარტია „ქართულ ოცნებაში“. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმურია, საზოგადოების ინტერესი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ჩვენ როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მივიჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე, დადგა აუცილებლობა მაქსმიალურად გავაძლიეროთ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენ გუნდს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. ამავე დროს ჩვენ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics