2018-04-25 22:22:30, 1711 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ხვალ გაიმართება
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ხვალ, 11:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
შეხვედრას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას, საპარლამენტო სპიკერატის წარმომადგენლები, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები დაესწრებიან.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საპარლამენტო უმრავლესობაში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.
ავტორი: ,