16:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 17:55:40, 1535 ნახვა

პოლიტიკა
ენდრიუ გილმორი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კომისრის დაშვების აუცილებლობაზე საუბრობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების "ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის" მონაწილეებს სიტყვით გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელმა, ენდრიუ გილმორმა მიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში, მან  ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშზე, რომელშიც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ენდრიუ გილმორმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო მონიტორინგის ინსტიტუტებს, მათ შორის არც კომისრის ოფისს არ ეძლევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  შესვლის საშუალება.

„გასულ თვეში, ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ, ჩვენ კი წარვადგენთ ანგარიშს. რეზოლუციაც და ანგარიშიც ხაზს უსვამს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის  დაშვებაზე არსებულ შეზღუდვას, ასევე აღნიშნავს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ დადასტურებული ინფორმაციის  ქონის აუცილებლობას. მონიტორინგი და ანგარიშგება ძალიან მნიშვნელოვანია, ის თანამშრომლობა, რომლისთვისაც ჩვენ მზად ვართ, აუცილებელია ძალადობის მიზეზების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გვესაჭიროება დაშვება", - განაცხადა ენდრიუ გილმორმა.

საქართველოს მიერ ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace" და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა
საგამოძიებო სამსახური - ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დავაკავეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics