03:36 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 17:41:18, 1595 ნახვა

კომენტარი
სუბარი: პოლიტიკას ვდებთ განზე, რათა ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შვილებისა და მშობლების საფლავზე მისვლა

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების  ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  სამშობლოსთვის დაღუპული კიდევ 22 გმირის ნეშტი  დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს.

„2013 წლიდან მთლიანობაში 148 ადამიანია იდენტიფიცირებული, 109 ქართული მხარის მებრძოლი, 39 კი აფხაზური მხარის მებრძოლი. 177 ადამიანი ექსჰუმირებულია და მათი იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. 2400-ზე მეტი ადამიანია დაკარგული ორივე მხრიდან.  მთლიანობაში ეს პროცესი  შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მართლაც დაუღალავი მუშაობა და რომ არა აფხაზური მხარის ძალიან კონსტრუქციული მიდგომა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ამოვდივართ ერთი მიზნიდან – აქ პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ თავიანთი შვილების, თავიანთი მშობლების საფლავზე მისვლა, იცოდნენ ეს ადამიანები სად არიან დამარხული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს  26 აპრილს, 16:00 საათზე,  დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics