22:46 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 13:36:07, 1409 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მზად ვარ ჩავერთო კანონპროექტის განხილვაში, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხს შეეხება

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე მზად არის "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" შესახებ კანონპროექტის განხილვაში ჩაერთოს. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარია, რომ კანონპროექტი კარგად დამუშავდეს. 

„ამ საკითხის, პირველ რიგში, შესაბამისი კომიტეტი განიხილავს და მეც მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთო განხილვებში და ჩემი წვლილი შევიტანო ამ მსჯელობაში. საბოლოო ჯამში, კომიტეტი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ. მთავარია კარგად დამუშავდეს ეს საკითხი და ამის საფუძველზე ჩავერთვები ამ დისკუსიებში",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანია. იმ მოტივით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასახვეწია, კომიტეტმა კანონპროექტი დღეს კენჭისყრიდან მოხსნა.

კვიციანის ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 155-ე პრიმა მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე, ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე. ასევე, კანონპროექტის მიხედვით რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics