15:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 12:14:00, 2116 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბოლო 4 თვეში უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 394 პირი

სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, სხვადასხვა სახის ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ასევე რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

„შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ  დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3  მოქალაქე  დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი  ჰეროინი.  მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც ასევე, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმერეთში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.   დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად,  ნივთმტკიცებად ამოღებულია  ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 780 აბი,  6  შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“,  51 საბრძოლო ვაზნა და 15 ათასი ლარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად არის მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 24 აპრილამდე,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამოიღო:

2 კილო და 600 გრამი ჰეროინი, 723 გრამი კოკაინი, ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი,  1 კილო და 355 გრამი „მდმეი“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება,   130 გრამი მორფინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი არის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა და ნარკოტიკული საშუალებებისგან გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირება. შსს-ს თანამშრომლები ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics