13:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 20:06:17, 1849 ნახვა

სამართალი
დანაშაულის დაფარვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დანაშაულის დაფარვის სანქციების გამკაცრების შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით  დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას და ადეკვატური სასჯელების გამოყენებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებთან არ თანამშრომლობენ და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ფარავენ.

სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, სასჯელების დიფერენცირება დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით მოხდება. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ან პოლიციისთვის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კერძოდ, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. დღეს არსებული სანქციების მიხედვით, აღნიშნული სახის დანაშაულები, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ალტერნატიულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ჯარიმის და შინაპატიმრობის სახით.

კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics