06:32 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 19:44:43, 1987 ნახვა

კულტურა
„თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდება

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) თბილისში პირველად, 17-20 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და „თიბისი სტატუსისა“ და „Check in Georgia”-ს მხარდაჭერით ჩატარდება.

სამდღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტ გალერეასა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს.

პროექტთან დაკავშირებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც „ექსპო ჯორჯიას“ პიარისა და მედიასთან კომუნიკაციების მენეჯერმა,  თინა ლაღიძემ აღნიშნა, ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე პარალელური ღონისძიებები.

„17 მაისს გაიხსნება თბილისის თანამედროვე ხელოვნების,  საერთაშორისო პირველი ბაზრობა, რომელიც შექმნის აბსოლუტურად უნიკალურ და განსაკუთრებულ პლატფორმას და მისცემს ბიძგს მთლიანად საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიქმნას და საქართველო აღიქვან კულტურულ-ვიზუალურ საერთაშორისო კონტექსტში.  გამოფენა გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში და გამოფენის პარალელურად დაგეგმილია ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამა, მასტერკლასები და ა.შ.“, -  განაცხადა თინა ლაღიძემ.

ბაზრობის მონაწილეები სპეციალურად მოწვეული ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია. TAF-ის საბჭო დაკომპლექტებულია ისეთი პროფესიონალებით, როგორებიცაა: რიტა იანსენი - ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში კულტურისა საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ბ. ილინი - გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების  შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.

ბაზრობის სამხატვრო ხელმძღვანელის, ერიკ შლოსერის თქმით, ეს ღონისძიება გვაჩვენებს ნათელ სურათს იმისა, თუ რა მდომარეობაა დღესდღეობით თანამედროვე ხელოვნებაში.

„ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ ხელოვნების ბაზრობაში მონაწილეობა, რადგან ამ დღეების განმავლობაში ჩვენ შევძელით და თავი მოვუყარეთ ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის როგორც დასავლეთ ევროპა, ასევე შუა აღმოსავლეთი, საქართველოს მეზობელი ქვეყნები - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. აქ იქნება გაერთიანებული ყველა ტიპის არტისტი. იქნებიან გალერისტები, იქნებიან დამოუკიდებელი ხელოვანები. ღონისძიებები მოიცავს ფაქტობრივად მთელ ქალაქს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, მოინახულოს სხვადასხვა სივრცე, გაიგოს როგორ ვითარედება თანამედროვე ხელოვნება საქართველოში. ეს მოგვცემს ძალიან ნათელ სურათს იმისა, თუ რა მდგომარეობაა დღესდღეობით აღნიშნულ დარგში“, - განაცხადა ერიკ შლოსერმა.

ბაზრობის პარალელურად სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, მათ შორის:

თბილისის ფოტო ფესტივალი - ქართული ფოტოგრაფიის პირველი მასშტაბური რეტროსპექტივა, რომელიც ფოტოგრაფიის განვითარების სამ საუკუნეს მოიცავს;

დაიკარგა თორმეტი ქალი - აბრეშუმის მუზეუმში უცხოეთში მოღვაწე  ქართველი ქალი მხატვრების მიერ ემიგრაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა;

ომი დროებით შეჩერებულია - გამოფენა, რომელიც 20-მდე ახალგაზრდა ხელოვანის ვიდეოს, ფოტოს, ინსტალაციას, პერფორმანსს, ქანდაკებასა და ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს და რომლის თემაა - „დროებითი მშვიდობა, როგორც შემოქმედებითი  მედიტაცია“;

საერთაშორისო კულტურული ფორუმი - ფორუმზე „შემოქმედებით საქართველოსთან“ ერთად თანამედროვე ხელოვნების ბაზრის გამოწვევები იქნება განხილული.

გარდა ამისა, Tbilisi Art Fair-ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება დაიგეგმა.

ცნობისთვის, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია  აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან.

TAF-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო  სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbilisiartfair.art

 

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics