03:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 15:28:45, 1610 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: მმართველი პარტია არ აღიარებს ქვეყანაში პრობლემების არსებობას და აქვს თვითკმაყოფილების მაღალი ხარისხი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს ბათუმში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრების ერთერთი პანელის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დემოკრატიის საკითხებს შეეხებოდა.

ანა ნაცვლიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ძალაუფლების კონსოლიდაციის საკითხებს უკავშირდება, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ მმართველობასთან.

"ამის მაგალითი იყო ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება, ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში, ადგილობრივი თვითმმართველობების შესუსტება,"- ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც ფიქსირდება და არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედიისთვის არახელსაყრელი გარემო იქმნება მთელი რიგი მიმართულებებით.

"ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და დისკუსიებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია არ აღიარებს პრობლემების არსებობას და აქვს თვითკმაყოფილების მაღალი ხარისხი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი აქტორი მთელი რიგი მიმართულებებით უკუსვლაზე საუბრობს. ეს თვითკმაყოფილება დამაზიანებელი და შემაშინებელია, იმიტომ რომ თვითკმაყოფილება და პრობლემების არაღიარება ბუნებრივად გამორიცხავს სასიკეთო ცვლილებებს ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი დემოკრატიული განვითარებისთვის," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა დემოკრატიზაციისა და ძალაუფლების განაწილების საკითხებში იგნორირებულ გენდერული სამართლიანობის საკითხებზე.

"მოხდა კვოტების კანონპროექტის ჩაგდება, რამაც აჩვენა როგორ მოახდინა პარლამენტმა 37 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქის გამოხატული სურვილის და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ ექსპერტის პოზიციის იგნორირება. ამ მიმართულებით განსხვავებული აზრის არმოსმენის ნათელი დემონსტრირება იყო ბოლო ცვლილება, რომელიც მედიის საკითხებს ეხებოდა, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მხარეს იყო მთელი მედიასექტორი, მინუს საზოგადოებრივი მაუწყებელი და რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

ესეც არის მაჩვენებელი იმისა, რომ განსხვავებული მოსაზრებების მიმართ უპატივცემულობაა და მმართველი პარტიის მხრიდან არ ხდება სხვადასხვა აქტორების ფართო კონსენსუსის გათვალისწინება", - განაცხადა პანელზე ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა, რომლის დეპოლიტიზირებაც დღემდე ვერ მოხერხდა, რაც არის ასევე ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

"სამართალდამცავი სისტემა, ისეთ საქმეებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური ინტერესი, არ არის პოლიტიკისგან დისტანცირებული ეს მის მოქმედებებს და მის გადაწყვეტილებებს ძალიან ნათლად ემჩნევა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics