19:13 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 17:00:40, 1773 ნახვა

პოლიტიკა
დანელია - შესაძლოა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუმუშავებელი მიწები ჩამოერთვათ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.

როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, კანონპროექტი შემუშავების პროცესშია, კონსულტაციები იმართება სხვადასხვა ორგანიზაციის, სფეროსა თუ სექტორის წარმომადგენლებთან და ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს კანონპროექტის საბოლოო კონდიციამდე მიყვანას.  

როგორც მან აღნიშნა, კომიტეტში უკვე წარმოდგენილია ბევრი შენიშვნა, წინადადება თუ რეკომენდაცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აისახა კიდეც პროექტში.

ოთარ დანელიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კანონპროექტის ზოგადი დებულებები გააცნო და განაცხადა, რომ კონსტიტუციური ცვლილების ფარგლებში გაჩნდა ჩანაწერი, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა ეკრძალება, რაც მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია.

ამასთანავე  უცხო ქვეყნის მოქალაქეს რჩება იჯარის უფლება და სურვილის შემთხვევაში, ამ უფლებას არავინ უზღუდავს.

„შეუზღუდავია საქართველოს მოქალაქის საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწასთან მიმართებაში. იურიდიული პირების ნაწილში მოცემულობა ასეთია -  საქართველოს მოქალაქე თუ 50 %-ზე მეტს ფლობს კონკრეტულ იურიდიულ სუბიექტში, ასევე აქვს უფლება შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შემოგვაქვს უპირატესი  შესყიდვის ცნებაც, რაც აქამდე არ იყო გამოყენებული, ანუ მიწის გასხვისება ხშირად ხდებოდა სხვა პირზე და არა მოიჯარეზე. ამიერიდან კი, უპირველესად ფაქტობრივი მეპატრონის პოზიციის გათვალისწინება მოხდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა მორატორიუმმა საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები და სირთულეები შექმნა.

კანონმდებლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარალელურად, ცვლილებები შეიტანონ მოქმედ მორატორიუმში, რათა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ისევ  გახდეს უფრო თავისუფალი, ვინაიდან სწორედ ამ მორატორიუმის გამო, საკამოდ დიდი აქტივები დღეს განკარგვის გარეშეა.

ოთარ დანელიამ კანონპროექტის მიღების პროცედურებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ინიცირება თვის ბოლომდე მოხდება, საბოლოო მიღება კი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე იგეგმება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით პროცედურა ასეა განსაზღვრული.

ოთარ დანელიას განცხადებით, შენიშვნების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა იმ სასოფლო-სამეურნეო მიწების  განკარგვის საკითხს, რომლებიც  უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების კერძო საკუთრებაშია და რომლებიც არ მუშავდება. ასეთი ფართობების რაოდენობა არც ისე ცოტაა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით  გარკვეული მექანიზმების ამოქმედება იგეგმება, რომლის მიხედვით,   უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები იძულებული იქნებიან დაამუშაონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან გაასხვისონ, გასცენ იჯარით და ა.შ. ამგვარად, ოთარ დანელიას განმარტებით, არ არის გამორიცხული, კანონპროექტში ჩაიწეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სავარგულების ჩამორთმევის საკითხი, რომელიც მიზნობრივად ან საერთოდ არ მუშავდება.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები  უკვე შედგა ინვესტორთა საბჭოსთან, ბანკების ასოციაციასთან, ბიზნეს ასოციაციასთან, ამერიკის სავაჭრო პალატასთან,  კონსულტაციები იმართება საპატრიარქოსთან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოხანაშვილი - საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით
ომბუდსმენის აპარატი - იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე - აღენიშნებოდა დაზიანებაც
შსს - პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა აქციაზე დაკავებული 4 პირი, ხოლო 10 იზოლატორშია გადაყვანილი
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ შსს-ს, აქციაზე დაკავებულებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics