2018-04-22 14:46:18, 2090 ნახვა
მსოფლიო
ერევანში საპროტესტო აქციაზე 49 პირი დააკავეს
სომხეთის პოლიციის ცნობით, ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, სამართალდამცველებმა 49 აქტივისტი დააკავეს. "რია ნოვოსტის" ცნობით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველებმა გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარა. დაკავებულების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან და არცახის ქუჩიდან აიყვანეს. სამართალდამცავები მეგაფონით მოუწოდებენ მომიტინგეებს დაიშალონ, რადგან აქცია უკანონოა. ერევნის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელის აშოთ აგარონიანის განაცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი 19 აპრილიდან ერევნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ რაიონში შეკრებებს ატარებს, რაზეც უფლებამოსილ ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ შეატყობინა. როგორც აშოთ აგარონიანი აღნიშნავს, აქციების მონაწილეები პერიოდულად და უხეშად არღვევდნენ „შეკრების თავისუფლების“ შესახებ კანონს და პოლიციის ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ. ცნობისთვის, დილით, პოლიციამ, საპროტესტო აქციების ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ავტორი: , მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა
რუსეთში პაზოლინის ბიორგაფიული წიგნი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დააცენზურეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|