10:27 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-21 12:06:50, 1638 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო გავრცელებულ ვიდეოზე: ეს შოკისმომგვრელი ფაქტია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც მოზარდები მათ თანატოლზე ზეწოლას ახდენენ და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

მინისტრმა მომხდარს შოკისმმომგვრელი ფაქტი უწოდა და დასძინა, რომ უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა ბავშვს დაეხმაროს.

სერგეენკოს თქმით, ბავშვთან ფსიქოლოგები და სამინისტროს სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

"ბავშვის ვინაობა იდენტიფიცირებულია. ეს ვიდეო გუშინ გავრცელდა და დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს", - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157 -ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა.

„სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არსრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics