01:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 22:49:19, 1911 ნახვა

სამართალი
შსს ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მარიამ ჭანტურიას ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო  ადასტურებს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის  ერთ-ერთი მოწმის მოქალაქე მარიამ ჭანტურიას  კუთვნილ ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდნენ.

„მიმდინარე წლის 20 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა მოქალაქე მ.ჭ., მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით დაიბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის და 6 მარტის განჩინებების საფუძველზე, 2018 წლის 6 აპრილამდე, აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მოწმის - მ.ჭ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა. 2018 წლის 20 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის მოხსნის თაობაზე.

იმ დროს, როდესაც მ.ჭ. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სამართალდამცველები განყოფილების ეზოში სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რაც მ.ჭ.-მ შენიშნა და ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საპატრულო პოლიციას აცნობა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მ.ჭ. დაბარებულ იქნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, რათა გაეცნოს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერ საფუძველს - სასამართლოს განჩინებას და ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიების დასრულების თაობაზე“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics