03:33 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 13:31:18, 1995 ნახვა

მსოფლიო
„ბრიტანეთი გენოციდში მსოფლიო რეკორდსმენია“ - ზახაროვამ ლონდონი გრიგოლ რასპუტინის მკვლელობაში დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიტანული სპეცსამსახურები გრიგოლ რასპუტინის მკვლელობაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რუსული ბიურო იუწყება.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, მსგავსი დასკვნის გაკეთება სკოტლანდ-იარდის ყოფილი თანამშრომლის, რიჩარდ კალენის წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძლება.

მისივე თქმით, წიგნში ბრიტანული დაზვერვის საარქივო დოკუმენტებია გამოყენებული.

გარდა ამისა, ზახაროვას ბრალდებების თანახმად, რუსეთის იმპერატორის, პავლე I-სა და კონგოს პოლიტიკოსის, პატრის ლუმუმბუს მკვლელობაში ლონდონის თანამონაწილეობა იკვეთება. მარია ზახაროვამ დიდი ბრიტანეთს "გენოციდში მსოფლიო რეკორდსმენიც" უწოდა და აღნიშნა, რომ ბრიტანელებმა ავსტრალიაში აბორიგენების 95 პროცენტი მოკლეს. მანვე განმარტა, რომ ამის თქმა ბრიტანეთის ბრალდებების საპასუხოდ მოუწია.

ცნობისთვის, გრიგოლ რასპუტინი რუსეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი მკურნალი იყო. ამასთან, მას ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ და საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის რომანოვების დინასტიაზე. რასპუტინი 1916 წელს მოკლეს. მისი მკვლელობის ურთიერთგამომრიცხავი რამდენიმე ვერსია არსებობს. 1914 წელს რუსეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება. მომდევნო წელს მეფე დედაქალაქიდან გაემგზავრა, რათა რუსული არმიის მთავარსარდლობა ეთავა. მის არყოფნაში რასპუტინმა დედოფალს რიგი მინისტრები მოახსნევინა და მათ ადგილას საკუთარი კანდიდატები დანიშნა. როგორც ცნობილია რასპუტინს ალექსანდრაზე აუხსნელი გავლენა ჰქონდა. ხალხის საყოველთაო უკმაყოფილება, რომელიც შემდეგ 1917 წლის რევოლუციით დასრულდა, დიდწილად სწორედ რასპუტინისა და დედოფლის ქცევებმა გამოიწვია. დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, რასპუტინის ეშმაკეული გავლენისაგან თავის დასაღწევად, მისი მოკვლა განიზრახა. ჯერ მოწამლეს, შემდეგ, ესროლეს თუმცა, იგი მაინც ცოცხალი იყო. ბოლოს რასპუტინი მდინარე ნევაში გადააგდეს და დაახრჩვეს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ადანაშაულებს.  




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics