21:37 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 13:10:18, 2012 ნახვა

მსოფლიო
ასადმა საფრანგეთს საპატიო ლეგიონის ორდენი დაუბრუნა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა საფრანგეთს საპატიო ლეგიონის ორდენი დაუბრუნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ასადმა განაცხადა, ის არ აპირებს, ამერიკის შეერთებული შტატების "მონა" ქვეყნის, საფრანგეთის ორდენი ატაროს.

ასადის პრესასამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დამასკოს უკმაყოფილება ფრანგული ავიაციის მიერ სირიაზე მიტანილმა იერიშმა გამოიწვია, რომლის ინიციატორი ამერკა იყო.

"საფრანგეთი მონწილეობდა სირიაზე მიტანილ იერიშში. პრეზიდენტისთვის მიუღებელია მონური რეჟიმის მიერ გაცემული ორდერის ტარება, იმ ქვეყნის, რომელიც ამერიკას ემსახურება, ტერორისტებს მხარს უჭერს და სუვერენულ ქვეყანას თავს ესხმის. კოლონიზაციის დრო მორჩა და სირიის მოსახლეობა, რომელიც 7 წლის განმავლობაში ტერორიზმს ებრძოდა, არ შეუშინდება არაფერს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 17 აპრილს საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს საპატიო ლეგიონის ორდენს ჩამოართმევდა. შესაბამისი პროცედურები საფრანგეთის ხელისუფლებას უკვე დაწყებული ჰქონდა.

ბაშარ ასადმა საპატიო ლეგიონის ორდენი 2001 წელს საფრანგეთის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გადასცა.  აღნიშნული ჯილდო ასადს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებისთვის მიენიჭა, რომელიც მან პრეზიდენტობის პირველ თვეებში განახორციელა. ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტის პოსტს 2000 წლიდან იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც ამერიკა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო იერი მიიტანა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics