2018-04-19 20:24:54, 1661 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი: ივანიშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია - არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი არ ეთანხმება მმართველ გუნდში დეპუტატების ძველ და ახალ სახეებად დაყოფას. რიგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ტერმინოლოგიის გამოყენება შეურაცხმყოფელია. „ვინც ეს ტერმინოლოგია დაამკვიდრა ძველი და ახალი სახეები, ეს არის შეურაცხმყოფელი. ამიტომ ვინც არიან ასეთი დაყოფის, დანაწევრებისა და ამ ტერმინოლოგიის შემოღების ავტორები უნდა გაირკვეს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა. პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქვეყანას „ბელადები და ყოჩები“ არ სჭირდება. „ჩემი დამოკიდებულება ასეთია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით - ჩვენ არ ვართ ადამიანები და არც უნდა ვიყოთ, რომ ყოჩებს და ბელადებს ვეძებდეთ. ეს კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად. უფრო მეტს ვიტყვი, ასეთივე შეხედულება აქვს მასაც ამ ცხოვრებისეულ დამოკიდებულებასთან. ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც შეიცვლებიან მთავრობებიც, მაგრამ უნდა შევძლოთ ცხოვრება, გაგრძელდეს ინსტიტუციურად, როგორც იგება ჩვეულებრივი თანამედროვე სახელმწიფო“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა. ავტორი: , ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|