17:53 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 11:04:07, 1215 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა

აჭარის რეგიონის შემდეგ თავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში არსებულ სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია მონიტორინგის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მონახულებას და მასზე დისლოცირებულ პირად შემადგენლობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეზერვის ახალ სისტემას სხვადასხვა ბაზაზე ინფრასტრუქტურა მომზადებული დახვდება. 

ლევან იზორიამ ეროვნული გვარდიის საველე ბანაკი პალდოში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მუხროვანში და საწვრთნელი ცენტრი „ნორიო“ მოინახულა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი წლის განმავლობაში ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics