16:37 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 15:07:23, 1248 ნახვა

კომენტარი
გახარია ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე: იმ მომენტში არსებული ინფორმაცია მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გაცემის საშუალებას იძლეოდა

„ინფორმაცია, რაც მიიღეს იმ მომენტში პოლიციელებმა, მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გაცემის საშუალებას იძლეოდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა შემაკავებელი ორდერი, შს მინისტრმა აღნიშნა,  რომ ეს უწყების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

„შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, რათა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის მიმართ პრევენცია მოახდინოს. ეს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად. შემაკავებელი ორდენი სამი თვის განმავლობაში იყო გამოცემული 1400–ზე მეტი და ოჯახური ძალადობის კონექსტში, სამი თვის განმავლობაში 800–ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის ინფორმაცია, რაც მიიღეს იმ მომენტში პოლიციელებმა, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გაცემის საშუალებას და ეს არის ფაქტი, რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას, ჩვენ არასოდეს და არცერთი სიტყვით  არ მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზირება ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვთქვით რომ არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები და ამ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ერთ–ერთი კომპონენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გარკვეული ფუნქცია და ამაზე მიგვანიშნებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტი არის პანაცია და მისი გამოსწორებით ყველაფერი დალაგდება. მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე ვსაუბრობთ და პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა გახარიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics