13:05 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 14:54:18, 1678 ნახვა

სამართალი
გახარია - ბარნოვზე მომხდართან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული

„ბარნოვის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, და გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორიგ გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებში დამნაშავე პირები უმკაცრესად უნდა იყვნენ დასჯილი.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რათქმაუნდა უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. მოგეხსენებათ, რომ მსჯავრი წარდგენილია მძიმე მუხლით, რაც 16 – დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი“, - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა.

ბაქრაძეს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics