07:43 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 12:51:14, 1819 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის

„ვისოლ ჯგუფმა“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით ფერმერებს საწვავსა და ვტომომსახურებაზე სპეციალური პირობები შეუქმნა და ამიერიდან მათ „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო პროდუქტებისა თუ მომსახურებების შესყიდვა სპეციალური ფასდაკლებით შეეძლებათ.

„ქართული წარმოების წახალისება „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  სტრატეგიის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა. სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ „შეიძინე ქართულისა“ და „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნების „მეტი ქართული პროდუქტის“ კამპანიების ფარგლებში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესყიდვის წახალისება და იმპორტის სრული ჩანაცვლება მოხდა ადგილობრივი პროდუქტებით. „ვისოლის“ საწვავზე და „ვიანორის“ საავტომობილო ზეთებსა თუ მომსახურებაზე  სპეციალური ფასდაკლება კი ფერმერებისთვის დამატებითი სარგებელია, რომ გამოთავისუფლებული რესურსებით მეტად განავითარონ აგრობიზნესი და საბოლოო ჯამში ქართული სოფლის მეურნეობა“, აცხადებს „ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ ჯგუფისგან“ შეთავაზება პირველმა გიორგი ბოჭორიშვილმა მიიღო, რომელსაც გორის რაიონის სოფელ არაშენდაში  პამიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, ქერი მოჰყავს და ვაშლის ბაღებს უვლის. ფერმერობას ხელი რამდენიმე წლის წინ მიჰყო, თუმცა, 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლის ჯარში გაიწვიეს და იმავე წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში ავღანეთში წავიდა, სამი თვის ჩასული კი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეომარმა ბრძოლა იარაღით ვერა, მაგრამ თოხითა და ბარით განაგრძო და უკვე წარმატებული ფერმერია. 

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

“ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა. “ვიანორი”  “ნოკიან თაიერსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს.  დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“, “ტექსაკოს”, “შევრონისა” და „ეკოს“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, და სხვა საავტომობილო პროდუქტებს. “ვიანორის” სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.

 

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics