21:52 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 10:23:11, 1349 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტის მორიგი საერთაშორისო წარმატება

მსოფლიო საფოსტო კავშირის სათაო ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ბერნში გამართულ EMS (პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურება) გაერთიანების სხდომაზე ჩატარდა ორგანიზაციის საბჭოს არჩევნები, კენჭისყრაში მსოფლიო საფოსტო კავშირის 180  ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტამ, რომელსაც კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე წარმოადგენს. 2012 წლიდან საქართველოს ფოსტის რეორგანიზაციის და 2016 წლის საფოსტო ოპერაციების საბჭოში არჩევის შემდეგ, ეს საქართველოს ფოსტის და მისი მენეჯმენტისთვის პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამარჯვებაა.

EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა მსოფლიო საფოსტო კავშირის ქვეშ და წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას საკუთარი სათათბირო ორგანოთი. EMS გაერთიანების საბჭოს ვალდებულებაა ორგანიზაციის  პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, ასევე სტანდარტების და პროცედურების შემუშავება, რაც სავალდებულო შესასრულებელია ყველა წევრი ქვეყნისთვის. საბჭო პასუხისმგებელია სხვადასხვა პროგრამების შემუშავებასა და იმპლემენტაციაზე. საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა.

EMS გაერთიანება მსოფლიო საფოსტო კავშირის ნაწილია, ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 190 ქვეყანას პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით.

საქართველოს ფოსტის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად პრემიუმ კლასის EMS მომსახურების ხარისხის მაჩვენებელი 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2017 წლის შეფასებით საქართველოს ფოსტა ევროპის საუკეთესო ათეულშია შესული. 

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი აღკვეთილი იქნება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ - შსს განცხადებას ავრცელებს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics