09:30 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 19:37:54, 2051 ნახვა

მსოფლიო
ერევანში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას, 46 ადამიანი დაშავდა

ერევანში საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას, სულ მცირე 46 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ნაწილი უკვე გაეწერა.

დაშავებულებს შორის 6 სამართალდამცველია. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს ძირითადად ქვედა კიდურები აქვთ დაზიანებული, ხოლო პოლიციელებს დაზიანებები ბასრი საგნებით აქვთ მიყენებული.

"ერთ-ერთ პოლიციელს ოპერაცია უტარდება", - დასძინეს უწყებაში.

 შეგახსენებთ,  რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. მათი თქმით, აქციების მიზანია 17 აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics